Thumbnail
  • დიეგო გოდინი ინტერში მოლოდინს ვერ ამართლებს
  • ცენტრალური მცველის დამატება კარლო ანჩელოტის სურს 

2019 წლის ზაფხულში მილანის ინტერმა მადრიდის ატლეტიკოდან დიეგო გოდინი უფასოდ დაიმატა. ურუგვაელს იტალიაში პირველი სეზონი არცთუ კარგი გამოუვიდა. ინტერში 34 წლის ფეხბურთელისგან უფრო მეტს ელოდნენ.

Calciomercato-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის მომავალ ზაფხულს ცენტრალური მცველი გუნდიდან გაუშვას. ურუგვაელი ფეხბურთელით ინგლისური კლუბი ევერტონი ინტერესდება და მის დამატებას შეეცდება.

ევერტონის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტს სურს, გუნდში გამოცდილი ცენტრალური მცველი მიიყვანოს. გუნდს დაცვაში ბევრი პრობლემა აქვს და კლუბი არცთუ ძლიერი მცველებით არის დაკომპლექტებული. იტალიელი სპეციალისტი კი ფირქობს, რომ უკანა ხაზში პრობლემებს გამოცდილი მოთამაშე მოაგვარებს, ერთ-ერთი ვარიანტი კი გოდინია.

კონტრაქტის მიხედვით, დიეგო გოდინი ინტერში 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ურუგვაელმა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.     

კომენტარები

ბოლო ამბები