Thumbnail

ბუნდესლიგა | კაი ჰავერტცის რეკორდი და ტრავმა [მიმოხილვა]

კაი ჰავერტცმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნახევარი ევროპა მასზე ტყუილად არ "ნადირობს"!

ბუნდესლიგის 29-ე ტურის პირველ მატჩში ლევერკუზენმა ფრაიბურგი სტუმრად სწორედ მისი გოლით დაამარცხა და ჰავერტცი გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც 35 გოლი 21 წლის ასაკამდე დააგროვა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რეკორდია.

გარდა ამისა, ეს ჰავერტცისთვის რესტარტის შემდეგ მეხუთე გოლია. მას მერე, რაც ჩემპიონატი განახლდა, ამდენი სხვას არავის გაუტანია. თუმცა, 66-ე წუთზე მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 

ფრაიბურგი 0:1 ლევერკუზენი

გოლი: 0:1 ჰავერტცი (54)

რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 ტური დაიწყო. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ხვდება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები