Thumbnail
  • 📅 31 მაისი | ⌚ 20:00 | ⚽ პადერბორნი V დორტმუნდი
  • პადერბორნი გადარჩენისთვის იბრძვის, დორტმუნდი იმედს არ კარგავს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

როდესაც მეორე ადგილზე მყოფი ბოლოადგილოსანს ეთამაშება, როლები მკაფიოდაა გადანაწილებული, მაგრამ ეს თამაში პადებორნისთვის გადარჩენის თითქმის ბოლო შანსია - ამ გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს. თუმცა სხვა საქმეა, იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ დორტმუნდთან გამარჯვებას მიაღწიოს.

ბაიერნთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წაგების შემდეგ დორტმუნდში ცუდ ხასიათზე არიან.  სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენურ გრანდთან ასეთი ჩამორჩენა თითქმის ჩემპიონობის დაკარგვას ნიშნავს, თუმცა სანამ შანსი არის, ბორუსიამ უნდა იბრძოლოს. ოღონდ, BVB-ს პადერბორნთან ბრძოლა მთავარი გოლეადორის, ერლინგ ჰაალანდის გარეშე მოუწევს - ნორვეგიელი ბაიერნთან დაშავდა.

პადერბორნსაც აკლია თავისი ერთ-ერთი ლიდერი გიასულა. ოღონდ დისკვალიფიკაციის გამო და ეს ამბავი ცალკე უფრო იმიტომ აღვნიშნეთ, რომ გიასულამ ამ სეზონში უკვე 15 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და გაფრთხილებების გამო მესამედაა დისკვალიფიცირებული. ერთი ყვითელიც და პადერბორნის ნახევარმცველი ტომაშ ჰაიტოს (დუისბურგი, შალკე, ნიურნბერგი) რეკორდს გაიმეორებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ პადერბორნმა ბუნდესლიგაში ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, უკანასკნელი 5 საშინაო მატჩიდან კი 4 წაგებული აქვს.

⚽ თუმცა რესტარტის შემდეგ პადერბორნი არ დამარცხებულა - აუტსაიდერმა ბოლო 3 თამაში ფრედ დაასრულა და სამივეში პირველ ტაიმშიც ფრე დააფიქსირა.

⚽ დორტმუნდმა ბოლო 3 გასვლითი მატჩი მოიგო.

⚽ დორტმუნდს ბოლო 5 გასვლით მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 მატჩში დორტმუნდს პადერბორნის კარში მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა. იყო 7:1 და 6:1-იც.

⚽ პადერბორნმა ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 4-ში მეორე ტაიმი არ წააგო.

⚽ დორტმუნდმა ბოლო 8 ისეთი მატჩი მოიგო, რომელშიც ანგარიში გახსნა.

⚽ კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე ბუნდესლიგაში გუნდები საშინაო მატჩების 43,3 პროცენტს იგებდნენ, რესტარტის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18,52 პროცენტამდე დაეცა - მხოლოდ 5 საშინაო გამარჯვება 27 მატჩიდან.

სავარაუდო შემადგენლობები

პადერბონი (4-2-2-2): ცინგერლე - იანსი, ჰიუნემაიერი, შონლაუ, კოლინზი - რიტერი, ვასილიადისი - ანტვი-აჯეი, ჰოლტმანი - მამბა, სრბენი.
ტრავმა: კილიანი
დისკვალიფიკაცია: გიასულა

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, ემრე ჯანი, ვიტსელი, გერეირო - სანჩო, ბრანდტი - თ. აზარი.
ტრავმა: ჰაალანდი, როისი, ნ. შულცი, ზაგადუ
დისკვალიფიკაცია: არავინ

 

კომენტარები

ბოლო ამბები