Thumbnail
  • 'რამდენიმე კვირის წინ ვფიქრობდი, მატჩების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა'
  • გრან კანარიას ქართველი კალათბურთელი ვალენსიური შეჯიბრის სტარტს ელის

ესპანური გრან კანარიას ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონის განახლებასთან დაკავშირებით თავის მოლოდინებზე ისაუბრა.

“ის 2 თვე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ჟამს გავიარეთ, 2 წლად მომეჩვენა. ძალიან მოსაწყენი პერიოდი იყო, რადგანაც შინ მარტო ყოფნა მიწევდა და ცხადია, ხალხათან ურთიერთობაც შეზღუდული მქონდა. რამდენიმე კვირის წინ, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ სეზონის განახლება შეუძლებელი იქნებოდა. საბედნიეროდ, ესპანეთში სიტუაცა გაუმჯობესდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სეზონის გაგრძელების თაობაზე. ვიცი, რომ უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული, ამდენად, ვალენსიაში თავს ყველანი უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. წინ ძალიან საინტერესო ტურნირი გველის. ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი უნდა ჩავატაროთ და როდესაც ასეთ მოკლე დისტანციას ვსაუბრობთ, იქ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წარმატებას ის მიაღწევს, ვინც ფიზიკურად კარგად იქნება მომზადებული. მწვრთნელებს ტაქტიკური ჩანაფიქრების მოედანზე გადატანისთვის ძალიან მცირე დრო აქვთ, ამდენად, კალათბურთელთა ინდივიდალურ ქმედებებზეც ბევრი იქნება დამოკიდებული”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ, სადაც არაერთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ჩემპიონატის გაგრძელების გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო. შეჯიბრი სრულად ვალენსიაში ჩატარდება და ის 17-დან 30 ივნისამდეა გაწერილი. პირველ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება, 28-ში ნახევარფინალები ჩატარდება, 30-ში კი – ფინალი. უკვე ჩატარებული 23 ტურის შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო ორ ჯგუფში გადანაწილდა, ბურჯანაძის გუნდის მეტოქეები კი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი რეალი, სარაგოსა, მორაბანკ ანდორა, ვალენსია და სან ბაპლო ბურგოსი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები