Thumbnail

რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს თასზეა? ჯერ გამოძიებას დაველოდოთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უკვე მიმართა რაგბი ევროპას სკანდალურ მატჩთან დაკავშირებით.
  • ბელგიამ ესპანეთს 18:10 მოუგო.
  • ესპანელები ამტკიცებენ, რომ რუმინელმა არბიტრმა მიკერძოებით იმსაჯა.

როგორც ჩანს, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებთა სკანდალით დასრულებულ თამაშს გაგრძელება ექნება - მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უკვე მიმართა რაგბი ევროპას, რომ ამ მატჩის ამბავს გამოიძიებენ. 

► ჩხუბი ბელგიისა და ესპანეთის მატჩში - დაპირისპირება მსაჯთან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ესპანეთის ნაკრები ყველასთვის მოულოდნელად, 10:18 დამარცხდა ბელგიასთან და მსოფლიოს თასზე პირდაპირ მოხვედრის შანსი დაკარგა. ესპანელების ნაცვლად საგზური თბილისში დამარცხებულმა რუმინელებმა მიიღეს, პირინეელები კი რუმინელი არბიტრის (?!) მოქმედებით დარჩნენ უკმაყოფილონი და კინაღამ შემოეცემათ. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში სწორედ ესპანელებმა იჩივლეს. ისინი ვლად იორდაჩესკუს მიკერძოებულ მსაჯობაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები