Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ლივერპულს აქებს
  • უელსელის აზრით მერსისაიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ლივერპული ახლოს არის ინგლისის ჩემპიონობასთან. რომ არა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა, დიდი ალბათობით, ლივერპული პრემიერლიგის მოგებას მარტშივე იზეიმებდა.

რაიან გიგზმა, რომელიც ახლა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთენლია, ლივერპულის შესახებ ისაუბრა. რაიანი 1990-2014 წლებში ლივერპულის კონკურენტ გუნდში - მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და საკამოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია.

46 წლის სპეციალისტმა "მერსისაიდელების" 2019/20 წლების სეზონს ფანტასტიკური უწოდა და თქვა, რომ იურგენ კლოპის გუნდი წელს ტიტულს იმსახურებს. რაიან გიგზის აზრით, ლივერპულს შესანიშნავი გუნდი ყავს.

"ჩემი აზრით, რაც წელს ვნახეთ, არის ის, რომ ლივერპულს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, რომელსაც დიდებული მწვრთნელი - იურგენ კლოპი მართავს. როგორც იუნაიტედის გულშემატკივრისთვის, ეს რთული სათქმელია, თუმცა წელს ლივერპულს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს. აშკარაა, რომ ისინი სვლას გააგრძელებენ და ჩემპიონატსაც მოიგებენ, რაც დამსახურებული იქნება", - განაცხადა უელსელმა.   

კომენტარები

ბოლო ამბები