Thumbnail
  • ფაბიან რუისს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს
  • ნაპოლის ნახევარმცველისთვის ბარსელონა და რეალი იბრძოლებენ

ზაფხული ახლოვდება და მოდის სატრასფერო ფანჯარაც. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა, ფეხბურთის გულშემატკივრები საინტერესო ტრანსფერებს მაინც ელოდებიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფრომაციით, ორი ესპანური გრანდი, მადრიდის რეალი და ბარსელონა ფაბიან რუისის დამატებისთვის იბრძოლებენ. ლა ლიგის ორივე გუნდს სურს, რომ ნახევარმცველი 2020 წლის ზაფხულში მის გუნდში აღმოჩნდეს.

24 წლის ესპანელს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რუისმა რეალ ბეტისი 2018 წლის ზაფხულში დატოვა და ნაპოლის მიაშურა. იტალიაში იგი კარგად გამოიყურება და ნაპოლის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

კატალონიური კლუბი ფაბიანით ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც იყო დაინტერესებული და მის შეძენასაც ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. ახლა კი ესპანელის ტრანსფერში "სამეფო კლუბიც" ჩაერთო და მისი დამატება მარტივი აღარ იქნება.

ფაბიან რუისს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანელმა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები