Thumbnail

ჯოკოვიჩს ქართული სასამართლო არ დაკითხავს - ბასილაშვილის იურისტების განმარტება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩოგბურთელის იურისტები გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებენ
  • ირმა ჭკადუას თქმიით, ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩის დაკითხვა არ იგეგმება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტებმა განმარტება გააკეთეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 28 წლის ქართველი სპორტსმენის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოკავ ჯოკოვიჩიც დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"დღეს, ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: 

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ადრეული ასაკიდან უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის ვგეგმავთ არაერთ ცნობილ სპორტსმენთან ამ მიზნით კომუნიკაციას. 

სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ. ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია.

მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას მედიასთან, მით უფრო დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს გავაჟღერებთ წერილობითი სახით", - ნათქვამია ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებაში.

მსოფლიოს 27 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, იურისტების განმარტება.: ...

Posted by Irma Chkadua on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ნეკა დოროყაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები