Thumbnail

TOP 15 უძვირფასესი საფეხბურთო კლუბი - იუვენტუსი ათეულში აღარ არის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • KPMG-მა ევროპის უძვირფასესი საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა
  • რეიტინგის სათავეში რეალია, რომლის ღირებულება 3,4 მილიარდ ევროზე მეტია
  • უძვირფასესი კლუბების ათეულში ექვსი ინგლისის პრემიერლიგას წარმოადგენს 

ნიდერლანდებში ბაზირებულმა აუდიტორულმა კომპანია KPMG-მა, 2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპის 32 უძვირფასესი საფეხბურთო კლუბების რეიტინგი შეადგინა. 

რეიტინგის სათავეში კვლავაც მადრიდის რეალი რჩება. "სამეფო კლუბის" ღირებულება 3,478 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ლიდერთა სამეულში ასევე არიან მანჩესტერ იუნაიტედი (€ 3,342 მლრდ) და ბარსელონა (€ 3,193 მლრდ).

მანამდე მესამე ადგილზე მყოფი ბაიერნი მეოთხეზე დაეშვა და მისი ღირებულება ახლა 2,878 მლრდ ევროს შეადგენს. ხუთეულს კი ლივერპული ასრულებს (€ 2,658 მლრდ), რომელიც ორი პოზიციით ამაღლდა და უკან მანჩესტერ სიტი (€ 2,606 მლრდ) და ჩელსი (€ 2,218 მლრდ) ჩამოიტოვა.

საინტერესოა, რომ პირველ ათეულში ექვსი კლუბი ინგლისის პრემიერლიგიდანაა. ორი - ესპანეთიდან, თითო კი - გერმანიიდან და საფრანგეთიდან. TOP 10-იდან გავარდა ერთადერთი იტალიური კლუბი - ტურინის იუვენტუსი, რომელიც ამჟამად 1,735 მილიარდ ევროდ ფასდება და მე-11 პოზიციაზეა.

TOP 15 - უძვირფასესი კლუბების რეიტინგი 

1. რეალი (ესპანეთი) - € 3,478 მლრდ
2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - € 3,342 მლრდ
3. ბარსელონა (ესპანეთი) - € 3,193 მლრდ
4. ბაიერნი (გერმანია) - € 2,878 მლრდ
5. ლივერპული (ინგლისი) - € 2,658 მლრდ
6. მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - € 2,606 მლრდ
7. ჩელსი (ინგლისი) - € 2,218 მლრდ
8. ტოტენჰემი (ინგლისი) - € 2,067 მლრდ
9. პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) - € 1,911 მლრდ
10. არსენალი (ინგლისი) - € 1,852 მლრდ
11. იუვენტუსი (იტალია) - € 1,735 მლრდ
12. დორტმუნდი (გერმანია) - € 1,281 მლრდ
13. ატლეტიკო (ესპანეთი) - € 1,197 მლრდ
14. ინტერი (იტალია) - € 983 მლნ
15. შალკე (გერმანია) - € 814 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები