Thumbnail

BOOO! - ზაზა ფაჩულიას სან ანტონიოში კობი ბრაიანტის შემდეგ ყველაზე მეტად უსტვინეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ფაჩულიამ მცირე ტრავმის მიუხედავად, სან ანტონიოში ითამაშა.
  • იქ მას განსაკუთრებით მტრულად დახვდნენ.

ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი სან ანტონიოს ესტუმრა და 75:89 დამარცხდა. ზაზამ ამ შეხვედრაში სულ 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. 

► მხოლოდ 75 ქულა - გოლდენ სტეიტი სან ანტონიოსთან დამარცხდა

ქართველმა ცენტრმა 14:21 წუთი ითამაშა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 14 წუთი მის კარიერაში.

საქმე ისაა, რომ სან ანტონიოს ფანები დარწმუნებულნი არიან, რომ შარშან სწორედ ზაზა ფაჩულიას საქციელმა დააკარგვინათ ჩემპიონობის შანსი - დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში კავაი ლეონარდმა უხერხულად დააბიჯა ფეხი ზაზას, ტრავმა მიიღო და ლიდერის გარეშე დარჩენილი სან ანტონიო გოლდენ სტეიტის სუპერშემადგენლობასთან უშანსოდ დარჩა. 

ლამარკუს ოლდრიჯმა ზაზა ფაჩულიას დუელი მოუგო

მაშინ ბევრმა, მათ შორის გრეგ პოპოვიჩმა ღიად დასდეს ბრალი ზაზას "ბინძურად" თამაშში.
როგორც ჩანს, ძველი წყენა ტექსასელებს არ განელებიათ - პირიქით, clutchpoints.com-ის ინფორმაციით ასეთი უკმაყოფილო შეძახილები (BOOOOOO!) კობი ბრაიანტის შემდეგ არავის რგებია სან ანტონიოში.

"როგორც კი ზაზა ფაჩულია პერსონალურ შენიშვნას მიიღებდა, დარბაზი აპლოდისმენტებით "ფეთქდებოდა". როგორც კი ზაზა ბურთს მოიხელთებდა, გამაყრუებელი BOOOOOO! ისმოდა ირგვლივ, თუ ის ბურთს კარგავდა დარბაზში ხარხარი ისმოდა.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა იმ დროს, როცა აქ, სან ანტონიოში კობი ბრაიანტს ხვდებოდნენ მტრულად. ფაჩულამ სულ 14 წუთი ითამაშა, მაგრამ შესაძლოა, ეს დრო უსასრულობად მოეჩვენა. ზაზა ფაჩულია სან ანტონიოში ნომერ პირველი ხალხის მტერია", - წერს საიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები