Thumbnail
  • 📅 29 მაისი | ⌚ 22:30 | ⚽ ფრაიბურგი V ლევერკუზენი
  • ლევერკუზენი ფავორიტია, მაგრამ ფრაიბურგს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სულ რაღაც ერთდღიანი პაუზა და გერმანიაში ისევ ფეხბურთია! 

ბუნდესლიგის 29-ე ტური პარასკევს, ფრაიბურგისა და ლევერკუზენის მატჩით იწყება და ძალიან საინტერესოა, როგორ სახეს აჩვენებს ბაიერი ამჯერად - არ დაგავიწყდებოდათ, პეტერ ბოშის გუნდი სამშაბათს საკუთარ მოედანზე, მოულოდნელად, ვოლფსბურგთან 1:4 დამარცხდა.

მანამდე, ლევერკუზენს ძალიან კარგი მატჩები ჰქონდა. რაინლანდელებს 21 შესაძლო ქულიდან 19 ჰქონდათ აღებული - ამიტომაც იყო ვოლფსბურგთან 1:4 ასე მოულოდნელი, რითაც ბაიერმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოპოვებული ადგილი ისევ დაკარგა. ახლა კი საინტერესოა: როგორ იმოქმედა ბოშის გუნდზე ამ წაგებამ? ამ კითხვას ფრაიბურგთან გასვლითი მატჩი უპასუხებს.

თუკი ლევერკუზენელები ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობენ, ფრაიბურგი ევროპალიგის საგზურს უმიზნებს და სასურველ მე-6 ადგილს 4 ქულა აშორებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაისგაუელები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ - თუმცა, სეზონის რესტარტის შემდეგ თამაში ჯერ არ მოუგიათ (2 ფრე, 1 მარცხი).

ლევერკუზენი ერთი შეხედვით ფავორიტია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ფრაიბურგი კარგი გუნდია და ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ახლა კი საინტერესო სტატისტიკური ფაქტები:

საინტერესო ფაქტები

⚽ ლევერკუზენის ბოლო 11 მატჩიდან 9-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა, თუმცა ფრაიბურგთან ბოლო 4 მატჩში - 2,5-ზე ნაკლები.

⚽ ფრაიბურგს საკუთარ მოედანზე ლევერკუზენთან 5 თამაშია, არ წაუგია.

⚽ ფრაიბურგმა წინა ტურში 3:3 ითამაშა (ფრანკფუტში) და ბუნდესლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს მიუხედავად იმისა, რომ სამივე შეხვედრაში ანგარიში გახსნა (პირველ ტაიმში). აღსანიშნავია, რომ ფრაიმ ამ სამ მატჩში 5 გოლი გაუშვა და აქედან 3 მატჩის ბოლო 15 წუთში.

⚽ 9 საშინაო მატჩია, ფრაიბურგს ბუნდესლიგაში ფრე არ უთამაშია (5 მოგება, 4 მარცხი).

⚽ ლევერკუზენმა წინა ტურში შინ ვოლფსბურგთან 1:4 წააგო და ეს იყო პირველი მარცხი ბუნდესლიგის ბოლო 8 შეხვედრაში. აქედან ბოლო 3 თამაშში ორივე გუნდმა გაიტანა და ბოლო ოთხში 3,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ლევერკუზენს სტუმრად 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 

⚽ ლევერკუზენმა ბუნდესლიგაში ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 8-ში ანგარიში გახსნა და მხოლოდ ორი ვერ მოიგო. 

⚽ კაი ჰავერტცმა ლევერკუზენის ბოლო 3 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა და ამ სეზონში გატანილი 10 გოლიდან 7 პირველ ტაიმში შეაგდო.

⚽ ფრაიბურგის თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა ამ სეზონში ჯამში 9 გოლი გაიტანა, აქედან 6 მეორე ტაიმში.

⚽ ფრაიბურგის 13 საშინაო მატჩიდან 7-ში ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

⚽ ფრაიბურგს სახლში გატანილი 16 გოლიდან 8 ბოლო 15 წუთში აქვს შეგდებული.

⚽ ლევერკუზენის ფეხბურთელები ბოლო 4 გასვლით მატჩში საშუალოდ 1,75 ყვითელ ბარათს იღებდნენ.

⚽ ამ სეზონში ლევერკუზენის გასვლით მატჩებში საშუალოდ 3,28 გოლი გადიოდა.

⚽ კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე ბუნდესლიგაში გუნდები საშინაო მატჩების 43,3 პროცენტს იგებდნენ, რესტარტის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18,52 პროცენტამდე დაეცა - მხოლოდ 5 საშინაო გამარჯვება 27 მატჩიდან.

სავარაუდო შემადგენლობები

ფრაიბურგი (3-4-2-1): შვოლოვი - ლინჰარტი, გულდე, ჰაინტცი - რ. კოხი, შმიდი, გიუნტერი, ჰიოფლერი - ჰიოლერი, გრიფო - პეტერსენი.
ტრავმა: ჰაბერერი, კათი, კიუბლერი, რავე
დისკვალიფიკაცია: არავინ

ლევერკუზენი (3-4-3): ჰრადეცკი - თაა, ს. ბენდერი, ტაპსობა - ამირი, არანგისი, ბაუმგარტლინგერი, სინკგრავენი - ჰავერტცი, ალარიო, დიაბი.
ტრავმა: ლ. ბენდერი
დისკვალიფიკაცია: არავინ

 

კომენტარები

ბოლო ამბები