Thumbnail

'შესაძლოა, ჯოკოვიჩიც დაკითხონ' - ადვოკატი ბასილაშვილის საქმეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. მისივე თქმით, სერბი ვარსკვლავი ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და ქართველ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

“ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ნამდვილად განიხილება მისი დაკითხვის საკითხი. ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, აშშ-ს ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ამ ეტაპისთვის ვერაფერს გეტყვით”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები