Thumbnail

ოფიციალურად: სერია A-ს განახლების თარიღი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერია A-ს შეწყვეტილი გათამაშება 20 ივნისს განახლდება. დღეს, ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომლის კულმინაცია იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს და სპორტის მინისტრის, ვინჩენცო  სპადაფორას შეხვედრა იყო.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. დასახელდა იტალიის თასის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების სავარაუდო თარიღებიც: 13 და 17 ივნისი. 

სერია A-ში 26 ტურია გამართული და კიდევ 12 ტურია ჩასატარებელი. ჩემპიონატს 63 ქულით ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება რომის ლაციო. მესამე ადგილზე 54 ქულით მილანის ინტერია, მეოთხე პოზიციას კი 48 ქულით ბერგამოს ატალანტა იკავებს. ჩემპიონატში ბოლოს მატჩები 9 მარტს გაიმართა და მას შემდეგ, ტურნირი შეწყვეტილია.

კომენტარები

ბოლო ამბები