Thumbnail
  • პაკო ლოპესმა გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად გუნდში გადაიყვანა
  • 20 წლის ქართველი ლეგიონერის შანსი

ესპანური პრიმერას ლევანტეს თავკაცმა პაკო ლოპესმა 20 წლის გიორგი ქოჩორაშვილი სარეზერვო გუნდიდან პირველში დააწინაურა...

გიორგი გუნდს მას მერე შეუერთდა, რაც კორონავირუსზე ტესტი წარმატებით გაიარა. ქოჩორაშვილმა ამ სეზონში ატლეტიკო ლევანტეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. ქართველ ნახევარმცველს შანსი მას მერე მიეცა, რაც ლევანტეს ძირითად გუნდში ტრავმა მიიღო ნიკოლა ვუკჩევიჩმა და ის რამდენიმე დღით ვარჯიშს ვერ შეძლებს.

"კლუბი დარწმუნებულია, რომ 20 წლის შემტევი ნახევარმცველის ევოლუცია სწორად მიმდინარეობს. ნახევარდაცვის პოზიციებზე ლევანტეში პრობლემები არ უნდა იყოს", - წერს ვალენსიური კლუბის ოფიციალური საიტი. 

ლევანტე ლა ლიგის განახლებისთვის ემზადება

ქართველმა ჯერ ტრენაჟორების დარბაზში ივარჯიშა, შემდეგ კი ძირითად გუნდთან ერთად მოედანზეც მოუწია გასვლა, რადგან ტრავმა პაბლო მარტინესმაც მიიღო.

20 წლის გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში საბურთალოდან წავიდა, 2018/19 წლების სეზონი მან ჟირონას სარეზერვო გუნდ პერალდაში (28 თამაში) გაატარა, თუმცა სეზონის წინ ჟირონას ძირითად გუნდში რამდენიმე ამხანაგური თამაშიც ჩაატარა, მათ შორის, ტოტენჰემთან კოსტა ბრავას თასზე, რომელიც ჟირონამ 4:1 მოიგო.

ამ სეზონის წინ ქართველმა ნახევარმცველმა ლევანტესთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ატლეტიკო ლევანტეში ჩაირიცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები