Thumbnail

ზამერი, მიოლერი და რიდლე - ბორუსიას ტრიუმფიდან 23 წელი გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბორუსია 3:1 იუვენტუსი | 1997 წელი
  • ჰიცფელდის გუნდმა ლიგის ფინალი მიუნხენის ოლიმპიურზე მოიგო

1997 წლის 28 მაისს, ოტმარ ჰიცფელდის დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე მარჩელო ლიპის იუვენტუსი - 3:1 დაამარცხა. ბორუსიადან გოლები რიდლემ (დუბლი) და ლარს რიკენმა გაიტანეს, ხოლო იუვენტუსიდან გოლი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა, რომელიც თავისი სილამაზით შეიძლება 2 გოლსაც უდრიდა.

ამ გამარჯვებით ბორუსია გახდა მესამე გერმანული გუნდი ჰამბურგის და ბაიერნის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/თასის მოგება მოახერხა. გუნდის მთავარი მწვრთნელი - ოტმარ ჰიცფელდი შემდეგ ბაიერნში წავიდა, სადაც ტიტულის მოგება უკვე მეორე გუნდითაც შეძლო, როდესაც 2001 წლის ფინალში ვალენსია დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები