Thumbnail

4 რეალელი პოგბას სანაცვლოდ - მანჩესტერს ამ შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სამეფო კლუბს' ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი
  • Transfermarkt-ის მონაცემებით, პოლ პოგბას სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა

მადრიდის რეალი ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედიდან პოლ პოგბას გადაბირების იდეას არ ეშვება და ახალი გეგმა შეიმუშავა. The Sun-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” მზადაა ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ, ერთბაშად 4 ფეხბურთელი დათმოს. ესენი ნორვეგიელი მარტინ ედეგორი, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და ესპანელები - ლუკას ვასკესი და მარიანო დიასი არიან.

27 წლის პოგბამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 საგოლე პასი აქვს. თამაშების მეტი ნაწილი მას ტერფის ტრავმის გამო გაუცდა. მოსალოდნელია, რომ მომავალი სეზონის სტარტისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერში გადასვლამდე 4 წელი ტურინის იუვენტუსში გაატარა. პოლი ინგლისური კლუბს 2016 წელს შეუერთდა და მაშინ, მის სანაცვლოდ სარეკორდო 105 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. ახლა, Transfermarkt-ი მას 80 მილიონად აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები