Thumbnail
  • The Telegraph: სეზონი ოთხშაბათს, 17 ივნისს განახლდება
  • სეზონი ორი მატჩით განახლდება, ერთ-ერთი სიტი V არსენალია

The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგა იძულებითი შესვენების შემდეგ, 17 ივნისს განახლდება...

ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ ხუთშაბათს პრემიერლიგის კლუბების შეკრებაზე თარიღები დაადგინეს. 17-ში, ოთხშაბათს ჩემპიონატი განახლდება, შემდეგი ტურის მატჩები კი 19-22 ივნისს გაიმართება.

ოთხშაბათს სეზონი ბირმინგემსა და მანჩესტერში განახლდება - ასტონ ვილა შეფილდს უმასპინძლებს, ხოლო სიტი - არსენალს. ამის შემდეგ ოცივე კლუბს 29-29 მატჩი ექნება ნათამაშები. მომდევნო ტური შესაძლოა, პარასკევს, 19 ივნისს დაიწყოს. 

ინგლისელებს სურთ, რომ ჩემპიონატი 2 აგვისტოსთვის დასრულდეს, ხოლო მომდევნო შაბათს ასოციაციის თასის ფინალი გაიმართოს. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი უმაყურებლოდ, სხვა რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მარტის შემდეგ შეწყდა. გამართულია არასრული 29 ტური, ლივერპული 82 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონის ტიტულამდე ორი მოგება აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები