Thumbnail

რეალს ბეილის გაყიდვა უნდა, მაგრამ არცერთი წინადადება არ მიუღია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დიდია შანსი, 30 წლის უელსელი კიდევ ერთი წლით სამეფო გუნდში დარჩეს
  • გარეთ ბეილი მადრიდის რეალში 2013 წლიდან ასპარეზობს

მადრიდის რეალის მიზანი გარეთ ბეილის გაყიდვაა, მაგრამ ჯერჯერობით ესპანური კლუბი ამას ვერ ახერხებს. მეტიც, მადრიდელებს ჯერ ერთი წინადადებაც არ მიუღიათ ბეილთან დაკავშირებით. შესაბამისად, დიდია შანსი, 30 წლის უელსელი კიდევ ერთი წლით სამეფო გუნდში დარჩეს.

გარეთ ბეილის მომავალს ყველაზე ხშირად ნიუკასლს უკავშირებენ, კლუბს, რომელსაც მომავალში ახალი მფლობელი ეყოლება საუდის არაბეთიდან. თუმცა, ოფიციალურად ნიუკასლი ჯერ არ გაყიდულა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდება.

ბეილი მადრიდის რეალში 2013 წლიდან ასპარეზობს. ესპანური გრანდის შემადგენლობაში 169 მატჩი აქვს გამართული და 80 გოლი გატანილი. მანამდე, ტოტენჰემში ბრწყინავდა, სადაც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები