Thumbnail

დიბალას ქველმოქმედება - 160 000 ევრო მშობლიური პროვინციის კლინიკებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პაულო დიბალა დიბალა ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული ფეხბურთელი იყო
  • არგენტინელი ფეხბურთელის მკურნალობას თითქმის ერთი თვე დასჭირდა

პაულო დიბალა არგენტინის პროვინციის, კორდოვას კლინიკებს ფინანსურად დაეხმარება, მიზანი კი კოტონავირუსთან ბრძოლაში წვლილის შეტანაა. ამის შესახებ ინფორმაცია პაულოს ძმამ, გუსტავომ გაავრცელა.

“პაულომ 160 000 ევრო გამოყო მშობლიური პროვინციის დასახმარებლად. ეს თანხა როუსონას, სან როკეს და ფლორენსიოს კლინიკებს გადაერიცხებათ, რათა მათი აღჭურვა მოხდეს სპეციალური აპარატურით პანდემიასთან საბრძოლველად. პაულო პირდაპირ კაშვირზეა კორდოვას პროვინციის მინისტრთან და ფორმალური საკითხები მალე მოგვარდება,” - განაცხადა გუსტავო დიბალამ.

პაულო დიბალა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ინფიცირებული იყო მისი მეგობარი გოგოც. დიბალა იუვენტუსის ღირსებას 2015 წლიდან იცავს, შეწყვეტილ სეზონში კი მის აქტივში 24 თამაში და 7 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები