Thumbnail

ქართული როტორი - ვიხილავთ ჯანო ანანიძესა და საბა კვერკველიას ერთად?

  • რუსული მედია როტორში ჯანოს და საბას მისვლის შესაძლებლობაზე წერს
  • ხმები ვოლგოგრადის გუნდთან მამუკა ჯუღელის კავშირებსაც უკავშირდება

რუსული სპორტული მედია ბოლო დროს საბა კვერკველიასა და ჯანო ანანიძის მომავალს საფეხბურთო კლუბ როტორს უკავშირებს. რუსეთის პირველი ლიგის გუნდმა, რომლის ღირსებას ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და ანზორ სანაია იცავდნენ, ელიტის საგზური ნაადრევად დასრულებულ სეზონში მოიპოვა და ბუნებრივია, გაძლიერებაზეც ფიქრობს.

ბექა მიქელთაძე როტორში იჯარით რუბინიდან ზამთარში გადავიდა

საიტმა football24.ru-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც როტორის ქართული ლეგიონის (კვერკველია-ანანიძესთან ერთად, ნახსენებია რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძეც, რომელიც სპარტაკს ეკუთვნის) გაზრდის შესაძლებლობას ეხება. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს საიტი რუსეთში ცნობილ აგენტს მამუკა ჯუღელს უკავშირებს.

ქართული როტორი. ნუთუ იქ ჯანო, მელქაძე და კვერკველია იქნებიან?

"ბოლო დროს სიახლეებში ჩნდება როტორთან დაკავშირებული სატრანსფერო ხმები, რომელიც 16-წლიანი პაუზის შემდეგ, ელიტაში დაბრუნებისთვის მზადაა. ამ საინფორმაციო აქტივობას პირველ რიგში ცნობილ აგენტს მამუკა ჯუღელს უკავშირებენ, რომელსაც მედიაში ხშირად ვოლგოგრადული კლუბის "საკლუბო აგენტად" მოიხსენებიენ. ის ქართველებით ჯერ კიდევ პირველ დივიზიონში ამარაგებდა ანჟის, ქართული ტალღით ქაჩავდა ვოლგასაც. ის ახლაც აქტიურობს ბაზარზე, თუმცა იშვიათად იძლევა კომენტარებს ჟურნალისტებთან. მისი ბოლო ხმაურიანი საქმე ლოკომოტივიდან რუბინში ხვიჩა კვარაცხელიას გადაბარგებაა. ორივე კლუბი ისტორიულად მიდრეკილია ქართველი ფეხბურთელებისკენ.
 
როტორში ზამთარში სეზონის ბოლომდე ახალგაზრდა ფორვარდები, ყიფიანი და მიქელთაძე გადავიდნენ, შემოდგომით კი იქ მწვრთნელად ჯუღელის ახლობელი თეთრაძის მისვლასაც ვარაუდობდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. აღზევებულ ვოლგოგრადის გუნდს კი მომავალ სეზონში გაძლიება სჭირდება. და ჩამონათვალში ჩნდება ანანიძის, მელქაძისა და კვერკველიას გვარები.

ჯანოს ევროთასები სურდა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის სპარტაკში 10 წელიწადი გაატარა

როდესაც ზამთარში ჯანო სპარტაკს ტოვებდა, მისი აგენტი თემურ ლეპსაია აცხადებდა, რომ ანანიძეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ევროთასებზე თამაში სურდა. ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერთა შორის იყო...

გაუგებარია, რაში სჭირდება ჯანოს პირველი ლიგიდან აღზევებულ კლუბი, როდესაც მისით უფრო ძლიერი გუნდები ინტერესდებიან. მას თავადაც არასდროს სურდა აუტსადერთა რიგებში ყოფნა. თუკი ანანიძე ჯანმრთელადაა, მის აგენტს უფრო მსხვილი ვარიანტების მოძებნა შეუძლია. თუკი არსებობს კავშირები როტორთან, რომელიც მსხვილ თანხას გამოვა ფეხბურთელში, ქართველი ნახევარმცველი მართლაც დათანხმდება მორიგ დაქვეითებას. ჯერ-ჯერობით ეს ავანტიურად მოჩანს და ნამდვილად, ევროთასებზე მინიშნების გარეშე. ჯანო არ არის რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი. მას მხოლოდ ის სურს, რომ ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს.

დათანხმდება კვერკველია დაქვეითებას?

საბა კვერკველიამ ლოკომოტივში ჩემპიონობა და თასი (ორჯერ) მოიგო

ყაზანიდან ჩერკიზოვოში კვერკველია სწორედ მამუკა ჯუღელმა მიიყვანა. 2019 წლის შემოდგომით აგენტი ინტერვიუში ყვებოდა, რომ ლოკოსთან ერთად ჩემპიონობის გამო, სოლომონმა 2018-ში უარი უთხრა ლესტერს, რომელიც ქართველ მცველში 10 მილიონს იხდიდა.

კვერკველიას პერსონაზე მეტისმეტად ბევრი ჭორები ვრცელდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ სიომინი ლოკომოტივში დასრულდა, მის ადგილზე კი ნიკოლიჩი მიდის. მედია ფეხბურთელთა ჯგუფის გაშვებას ელის და მათ შორის სახელდება საბაც.

კვერკველიამ ტრავმის შემდეგ სისწრაფეს ვერ მოუმატა, რაც მისი ერთ-ერთი კოზირია. არადა, ის უკვე 28 წლისაა. კვერკველია მოსკოვში წელიწადში 1,8 მილიონ ევროს იღებს. მან იქ ყველაფერი მოიგო და არ მალავს, რომ უარს არ იტყოდა ევროპულ წინადადებაზე. მან მთელი სეზონი თადარიგში გაატარა და სულ სამი სრული მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში. 

ლოკოსგან საბას გამოსყიდვას ნებისმიერი კლუბი დაახლოებით 4 მილიონ ევროდ შეძლებს. ან მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ მისი გამოცდილება ახალი გუნდის მშენებლობას სჭირდება, ან ის სხვა კლუბში წავა. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ როტორი, არამედ კრასნოდარი და როსტოვი, რომლებსაც უფრო სერიოზული ამოცანები აქვთ.

სად ინგლისის პრემიერლიგა და სად როტორი? დასანანია".

კომენტარები

ბოლო ამბები