Thumbnail

ბუნდესლიგა | ლაიპციგი პიონტეკმა შეაჩერა, შალკე მესამედ დამარცხდა [მიმოხილვები]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოთხშაბათს ბუნდესლიგის 28-ე ტურში 5 მატჩი გაიმართა
  • ლაიპციგის საჩემპიონო ამბიცია დასრულდა

ოთხშაბათს გერმანიის ბუნდესლიგაში 28-ე ტური ხუთი მატჩით დასრულდა. გერმანული კლასიკის შემდეგ ტურში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ლაიპციგსა და ბერლინის ჰერტას შორის შედგა - ნაგელსმანის გუნდმა ცუდად განაახლა ჩემპიონატი ბოლო სამ ტურში 4 ქულა ქარს გაატანა...

მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით დარჩა, ლაიპციგი პატრიკ შიკის გოლით იგებდა, მაგრამ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და კშიშტოფ პიონტეკმაც ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა - 2:2. ლაიპციგს დორტმუნდთან ქულებით გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ორი ქულამდე მიუახლოვდა. 

ლაიპციგი 2:2 ჰერტა

გოლები: 0:1 გრუიჩი (9), 1:1 კლოსტერმანი (24), 2:1 შიკი (68), 2:2 პიონტეკი (82-პენ)


შალკემ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია - დიუსელდორფში ფორტუნასთან 1:2 დამარცხდა. სტუმრები მეორე ტაიმში დაწინაურდნენ, მაგრამ 5-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს.

დიუსელდორფი 2:1 შალკე

გოლები: 0:1 მაკენი (53), 1:1 ჰენინგსი (63), 2:1 კარამანი (68)


20 წლის ავსტრიელმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა დუბლი შეასრულა კიოლნის კარში, რომელიც უკვე 26-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა.

ჰოფენჰაიმი 3:1 კიოლნი

გოლები: 1:0 ბაუმგარტნერი (11), 2:0 ბაუმგარტნერი (46), 3:0 ცუბერი (48), 3:1 კაინცი (60)

აუგსბურგი 0:0 პადერბორნი

უნიონი 1:1 მაინცი

გოლები: 0:1 ბაკუ (13), 1:1 ინგვარტსენი (33)

კომენტარები

ბოლო ამბები