Thumbnail

'ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო' - ლიონელ მესი კორონავირუსის პანდემიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას თავდამსხმელმა მსოფლიოზე პანდემიის გავლენაზე ისაუბრა
  • 32 წლის არგენტინელი ვარსკვლავი სეზონის განახლებისთვის ემზადება

ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოზე. 32 წლის ვარსკვლავი აღიარებს, რომ მსგავს რამეს ვერავინ წარმოიდგენდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს რამეს არავინ მოელოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ პანდემიები დროდადრო მოსალოდნელი იყო, მაგრამ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, თუკი ყველაფერი ასე მოხდებოდა. არ მიფიქრია იმ უდიდეს გავლენაზე, რომელიც კორონავირუსმა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოზე მოახდინა.

ასეთი გაურკვეველ ვითარებაში ცხოვრება და მუშაობა იოლი არაა. ყველას გვსურს ვიცოდეთ, როდის დავუბრუნდებით საქმიანობას, ვარჯიშსა და შეჯიბრებებს. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია კონცენტრაციის შენარჩუნება", - ამბობს არგენტინელი, რომელიც სეზონის განახლებისთვის ბარსელონასთან ერთად ემზადება და ვარჯიშზე გოლებსაც იტანს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულება ესპანეთში 11 ივნისს იგეგმება.  ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა, რომელსაც 58 ქულა აქვს და 2 ქულით უსწრებს მადრიდის რეალს. კატალონიური გუნდის კაპიტანმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში ითამაშა და 19 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები