Thumbnail
  • ჰარი კეინმა ტოტენჰემის დატოვების სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა
  • ინგლისელ თავდამსხმელს საკუთარი გამოცდილება ტედი შერინგემმა გაუზიარა

ჰარი კეინის განცხადების შემდეგ, რომ იგი ტოტენჰემს დატოვებს თუ პროგრესის აშკარა ნიშნებს არ დაინახავს, ბევრი ჭორი გავრცელდა და ინგლისელის სახელი რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის დამატება მანჩესტერ იუნაიტედს სურს. ფორვარდის მიმართ ინტერესი გამოხატა ბარსელონამაც, თუმცა "დეზებს" მისი გაშვება არ უნდათ.

კეინის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა ტედი შერინგემმა ისაუბრა, რომელმაც ტოტენჰემი 1997 წელს დატოვა და იუნაიტედში გადავიდა. 54 წლის შერინგემმა მისი და კეინის სიტუაცია ერთმანეთს შეადარა.

"ჩემსა და კეინს შორის მსგავსება არსებობს, მაგრამ თქვენ უნდა დააკვირდეთ, თუ სად იყო ტოტენჰემი მაშინ, როდესაც ის მე დავტოვე და სად არის ახლა. მაშინ კლუბს ამბიცია არ გააჩნდა და მაღალი ადგილებისთვის არ იბრძოდა, ახლა კი, ტოტენჰემი ოთხეულში მოხვედრის რეალური კანდიდატია და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი ითამაშა. კეინმა სიტუაცია კარგად უნდა შეაფასოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს. ამ ეტაპზე მისი კარიერა ტოტენჰემში სტაბილურად წინ მიდის, თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვალა, შესაძლოა, გზაჯვარედინზე აღმოჩნდეს. მას ერთი კარიერა აქვს და სურს, რომ რამე მოიგოს. ეს, ბუნებრივი ამბავია".

კომენტარები

ბოლო ამბები