Thumbnail
  • უსმან დემბელეს თავის რიგებში ხილვა არსენალსა და იუვენტუსს სურთ
  • ბარსამ ის 135 მილიონის სანაცვლოდ იყიდა, თუმცა, ტრანსფერმა ვერ გაამართლა 

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის, რომ უსმან დემბელე 2020 წლის ზაფხულში იჯარის წესით გაუშვას. კატალონიურ კლუბს სურს, ეს, დაახლოებით ფილიპე კოუტინიოს მსგავსად მოხდეს, რომელიც მიუნხენის ბაიერნშია განათხოვრებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგ ფეხბურთელს უკვე ჰყავს ორი მსურველი: ლონდონის არსენალი და ტურინის იუვენტუსი. სწორედ ისინი შეეცდებიან, მომავალ ზაფხულს უსმანი იჯარით წაიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ დემბელე დორტმუნდის ბორუსიადან 2017 წელს 135 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა. კატალონიაში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელოდნენ. ფრანგი ლეგიონერი ძალიან ხშირად ტრავმიანობს. ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ მან 10 სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც საკმაოდ დიდი რაოდენობის მატჩები გამოტოვა. 

უსმან დემბელეს ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ფრანგმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში სულ 5 მატჩი ითამაშა და თავი მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები