Thumbnail

ტაისონ ფიურის მაიკ ტაისონთან ჩხუბი შესთავაზეს და დათანხმდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ მაიკ ტაისონთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა
  • ‘რკინის მაიკი’ საჩვენებელი ბრძოლებისთვის ემზადება

კრივის მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა (WBC) ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ მას ლეგენდარულ მაიკ ტაისონთან ჩხუბი შესთავაზეს. როგორც იცით, 53 წლის ტაისონი, რომელიც მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, ვარჯიში დაიწყო და გამოაცხადა, რომ მზადაა, რინგზე დაბრუნდეს. ოღონდ, ცხადია, საქმე საჩვენებელი ბრძოლების ჩატარებას ეხება.

წაიკითხეხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

ფიურიმ აღნიშნა, რომ მან ტაისონთან ასეთი ბრძოლის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

“დამირეკეს და მითხრეს, მაიკ ტაისონთან საჩვენებელ ჩხუბზე რას იტყვიო. ვუპასუხე, რომ მზად ვარ. მაგრამ ჩემი აზრით, აქედან არაფერი გამოვა,” - დასძინა ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონმა ბოლო ბრძოლა 2005 წელს ჩაატარა. რაც შეეხება ფიურის: მან თებერვალში დეონტეი უაილდერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და WBC-ის საჩემპიონო ქამარი წაართვა.

კომენტარები

ბოლო ამბები