Thumbnail
  • მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს სუპერლიგაში მთავარ მწვრთნელად იმუშავებს
  • ის ტიტებს გაწვრთნის და პარალელურად ეროვნულ ნაკრებშიც იქნება

საკალათბურთო კლუბი ტიტები განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მომავალ სეზონში მათი მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება. როგორც ჩანს, კონტრაქტი ერთწლიანია და მანუჩარი ტიტებს 2020-2021 წლების სეზონში უხელმძღვანელებს.

მარკოიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტიცაა. მან კარიერა ქრონიკული ტრავმების გამო ორი წლის წინ დაასრულა. წლევანდელ სეზონში, რომელიც გაუქმდა, მანუჩარი ტიტების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

მარკოიშვილს მრავალ ევროპულ კლუბში უთამაშია: ბენეტონი, მიტელდოიჩერი, ოლიმპია, კიევი, კანტუ, გალათასარაი, ცსკა, დარუშაფაქა, რეჯანა. მან ოთხ ევრობასკეტზეც იასპარეზა და ნაკრებში 52 თამაში დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები