Thumbnail

ინგლისში ყველაზე საძულველი TOP 10 გუნდი - ლიდერი გაგაკვირვებთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • English Football Statistician-მა ინგლისში ყველაზე საძულველი კლუბები გამოავლინა
  • ტოპათეულის ლიდერი ლიდს იუნაიტედია, მეორე ადგილს კი ლივერპული იკავებს 

პორტალმა English Football Statistician-მა გადაწყვიტა, ინგლისში ყველაზე საძულველი კლუბები გამოევლინა. კვლევის ავტორებმა ამის დასადგენად მარტივ ხერხს მიმართეს - დაითვალეს დამამცირებელი სიმღერები, რომლებსაც ინგლისის სტადიონებზე მეტოქე ფანები ამა თუ იმ გუნდს უძღვნიან.

ყველაზე საძულველი გუნდების ხუთეულში სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ტოტენჰემი მოხვდნენ, ერთპიროვნული ლიდერი კი ლიდს იუნაიტედი აღმოჩნდა. "ფარშევანგებს" მეტოქე გუნდების ფანებმა 117 სხვადასხვა დამამცირებელი სიმღერა და შეძახილი მოუფიქრეს.

ლიდსს ინგლისის პრემპიერლიგა ისტორიაში სულ სამჯერ აქვს მოგებული

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიდსი ჩემპიონშიპში გამოდის, რომლის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

საძულველი გუნდების ათეულში მეორე პოზიციას კი ინგლისის 18-გზის ჩემპიონი, 2019/20 წლების პრემიერლიგის ლიდერი ლივერპული იკავებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისში შეწყვეტილი საფეხბურთო ტურნირები.

კლოპი და ლივერპული ახლოს არიან, ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმონ

ინგლისში ყველაზე საძულველი TOP 10 გუნდი

1. ლიდსი - 117 სიმღერა
2. ლივერპული - 50
3. ტოტენჰემი - 42
4. მანჩესტერ სიტი - 39
5. სანდერლენდი - 35
6. მანჩესტერ იუნაიტედი - 34.
7. ნიუკასლი - 33
8. ჩელსი - 29
9. ბირმინგემი - 25
10. არსენალი - 21.

კომენტარები

ბოლო ამბები