Thumbnail

‘გვინდოდა და მოვიგეთ’ - ჰანსი ფლიკი პეპ გვარდიოლას გაუტოლდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნმა სტუმრად დორტმუნდში მოგებით, ჩემპიონობისკენ დიდი ნაჯიბი გადადგა
  • ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პეპ გვარდიოლას მიღწევა გაიმეორა
  • ბაიერნის მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო

ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიას სტუმრად ანგარიშით 1:0 მოუგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარებული შეხვედრის ერთადერთი გოლი იოზუა კიმიხმა 43-ე წუთზე გაიტანა.

ბავარიელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ჰანს-დიტერ ფლიკისთვის ეს გამარჯვება მე-15 აღმოჩნდა პირველ 18 შეხვედრაში, რომელიც მან ბაიერნის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩაატარა. 55 წლის გერმანელი სპეციალისტი მეორე მწვრთნელია, ვინც კლუბში ასეთ შედეგს მიაღწია. მანამდე მსგავსი რამ მანჩესტერ სიტის ამჟამინდელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მოახერხა, რომელიც მიუნხენურ გუნდში 2013-16 წლებში მუშაობდა.

დორტმუნდთან თამაშის შემდეგ ჰანსი ფლიკმა წარმატებაზე ისაუბრა:

"დღეს მოგება და წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა გვსურდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ყურადღებით და უშიშრად, თავდაჯერებულები და კონცენტრირებულები ვთამაშობდით. მნიშვნელოვანია, რომ მაღალ დონეზე ვატარებთ ვარჯიშსაც და თამაშსაც".

ამ გამარჯვების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნს 64 ქულა აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია. მეორე ადგილზე დორტმუნდის ბორუსიაა, რომელსაც 57 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი, სხვა ევროპული ტოპლიგების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, უკვე მაისში განახლდა.

კომენტარები

ბოლო ამბები