Thumbnail

"ტელეგრამის" არხის, Футбольный биги-ის ჟურნალისტის სერგეი ეგოროვის ინფორმაციით, ჯანო ანანიძის ტრანსფერი რუსულ როტორშია მოსალოდნელი...

ჯანო ანანიძე 31 მაისამდე კვიპროსულ ანორთოსისს ეკუთვნის, თუმცა მას მოლაპარაკება ჰქონდა ქართულ კლუბებთან, დინამო ბათუმთან და დინამო თბილისთან. "პოპსპორტთან" ინტერვიუში ჯანომ აღნიშნა, რომ თუ ის საქართველოში დარჩება, აუცილებლად ბათუმში ითამაშებს, თუმცა მას უცხოეთიდან აქვს წინადადებები, მათ შორის რუსეთიდან, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული.

წყაროს ცნობით, ჯანო როტორში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ტრანსფერის ბედი. მას სავარაუდოდ, 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, ხელფასი კი 1.5 მილიონი რუბლი (20 ათასი ევრო) იქნება. 

ჯანო ანანიძის დებიუტი მოსკოვის სპარტაკში 16 წლის ასაკში შედგა. სულ მან ამ კლუბის მაისურით 147 მატჩში 16 გოლი გაიტანა. სპარტაკმა ის იჯარით ორჯერ გაუშვა - როსტოვსა და კრილია სოვეტოვში. ასე რომ, როტორი მისი მეოთხე რუსული კლუბი იქნება, თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება.  

კომენტარები

ბოლო ამბები