Thumbnail

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგაში რამდენიმე მატჩი გაიმართა, თუმცა ცენტრალური დორტმუნდისა და ბაიერნის დაპირისპირება იყო. მიუნხენელებმა იოზუა კიმიხის სუპერგოლით მოიგეს - 1:0 და ცხრილში 7 ქულით გაასწრეს უშუალო კონკურენტს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური რჩება...

ამ შეხვედრაში დორტმუნდის რიგებში ტრავმა მიიღო ერლინგ ჰაალანდმა და მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა. მატჩის გმირმა კიმიხმა კი შეხვედრის შემდეგ აღიარა, რომ კარიერის საუკეთესო გოლი გაიტანა.

დორტმუნდი 0:1 ბაიერნი

გოლი: 0:1 კიმიხი (43)

დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი (80. გიოტცე), ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, დელეინი (46. ჯანი), დაუდი (85. ვიტსელი), გერეირო - ტ. აზარი, ჰაალანდი (72. რეინა), ბრანდტი (46. სანჩო)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ბოატენგი (85. ლ. ერნანდესი), ალაბა, დევისი - გორეტცკა, მიულერი, კიმიხი - კომანი (73. პერიშიჩი), ლევანდოვსკი, გნაბრი (87. ხავი მარტინესი)

ლევერკუზენში ბაიერი, მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა ვოლფსბურგთან და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. 

ლევერკუზენი 1:4 ვოლფსბურგი

გოლები: 0:1 პონგრაჩიჩი (43), 0:2 არნოლდი (64), 0:3 შტეფენი (75), 0:4 პონგრაჩიჩი (75), 1:4 ბაუმგარტლინგერი (86)

უფრო მეტი გოლი, 6, გავიდა ფრანკფურტში, სადაც აინტრახტმა ფრაიბურგთან ქულა გადაარჩინა - 3:3.

აინტრახტი 3:3 ფრაიბურგი

გოლები: 0:1 გრიფო (28), 1:1 ანდრე სილვა (35), 1:2 პეტერსენი (67), 1:3 ჰოლერი (69), 2:3 კამადა (79), 3:3 ჩანდლერი (82)

გლადბახმა კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები. ამჯერად, ბორუსია სტუმრად ვერდერს დაუზავდა - 0:0. 

ვერდერი 0:0 გლადბახი 

კომენტარები

ბოლო ამბები