Thumbnail

გოლი პირველივე თამაშში - ვაკო გვილიამ პოლონეთის თასზე გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლეგნიცა 1:2 ლეგია
  • ვაკო გვილიამ სეზონი გოლით განაახლა

თითქმის სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით იყო გამოწვეული, ვარშავის ლეგიამ პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა, ხოლო ვაკო გვილიამ თავი გოლით გამოიჩინა...

პოლონეთის თასის 1/4 ფინალში ლეგია ლეგნიცას ესტუმრა, 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ვაკო გვილია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-17 წუთზე მან კანტეს პასით ანგარიში გახსნა. ვაკო 2:0-ზე გამოცვალეს, თუმცა შემდეგ ლეგიას გაუჭირდა, 10 კაცით დარჩა და ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა - 2:1. 

26 წლის გვილიამ თასზე ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა, მის ანგარიშზეა 4 გოლი ექსტრაკლასაში. ვაკოს ლეგია განახლებულ ექსტრაკლასაში პირველად 30 მაისს ითამაშებს, პოზნანის ლეხს ესტუმრება, ლეგია 26 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია 51 ქულით და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები