Thumbnail

'ალბათ გადამწყვეტი მატჩი მოვიგეთ' - მიულერმა დორტმუნდთან გამარჯვება შეაფასა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნმა გასვლაზე, დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ერთადერთი გოლი მატჩში ჯოშუა კიმიხმა გაიტანა, რომელსაც წელს გატანილი 5 გოლიდან, 5-ივე გასვლაზე აქვს გატანილი.

"კიმიხის გოლის დროს დასაწყისშივე კარგი წინათგრძნობა მქონდა..." - ამბობს მიულერი. "რომან ბიურკი მაგარი მეკარეა, მაგრამ მისი ერთ-ერთი თვისება კარის ხაზიდან 2-3 მეტრის მოშორებით დგომაა და ეს ჯოშუამ კარგად წაიკითხა."

"შემდეგ მთელი თამაში ორივე გუნდი მომენტებს ვაფუჭებდით, მაგრამ მაინც კარგი მატჩი გამოდგა - ბევრი ორთაბრძოლა, ბევრი ემოცია. ეს მატჩი ალბათ მთელი სეზონის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ მოვიგეთ."

მატჩი ტორგან აზარმაც შეაფასა "პირველ ტაიმში მშვენიერი გოლი გაიტანეს, შემდეგ ჩვენც ვეცადეთ მატჩი შემოგვებრუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა და უმნიშვნელოვანეს მატჩი დავმარცხდით" - განაცხადა ბელგიელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები