Thumbnail

სუპერლიგა გაუქმდა - ეროვნული ჩემპიონატი აღარ განახლდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სეზონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
  • კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2019/20 წლების სეზონის ყველა ჩემპიონატი გაუქმდა...

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სუპერლიგა საქართველოში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, მარტიდან შეჩერებული იყო. ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფინანსური ფაქტორით ახსნა: 

"კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და "ა" ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიური მდგომარეობა დანაკარგის გარეშე გადაიტანოს", - ვკითხულობთ ფედერაციის გადაწყვეტილებაში. 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ ბათუმი ლიდერობდა (10 გამარჯვება), 9-9 მოგება ჰქონდათ თსუ-ს, ვერას და ქუთაისს. 

კომენტარები

ბოლო ამბები