Thumbnail
  • უკრაინის პრემიერლიგა 30 მაისს განახლდება
  • ჩემპიონატში ოთხი ქართველი ლეგიონერი თამაშობს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერლიგას 30 მაისიდან განახლების უფლება მისცა... 

"უკრაინაში დიდი ფეხბურთი ბრუნდება. ახლახან ვესაუბრე მინისტრს და მან დაადასტურა, რომ განახლების ნებართვა გაცემულია. ახლა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი ამ გადაწყვეტილებას, რისი იმედიც მაქვს", - განაცხადა უკრაინის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პავლენკომ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატი 23 ტურის შემდეგ არის შეწყვეტილი. საჩემპიონო ჯგუფში 6 გუნდია, ლიდერობს დავით ხოჭოლავას შახტარი, რომელსაც 59 ქულა აქვს და 13 ქულით უსწრებს კიევის დინამოს. 30 მაისს შახტარი სწორედ კიევის დინამოს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას გარდა უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობენ: ანდრო გიორგაძე (კარპატი), ზაურ მახარაძე (ზორია) და თემურ ჩოგაძე (ოლიმპიკი).

კომენტარები

ბოლო ამბები