Thumbnail

დუგლას კოშტა: იმდენი ტრავმა მივიღე, რომ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი დაზიანებებს ხშირად იღებს
  • დულგას კოშტა ეჭვობს, რომ კარგ ფორმაში არასდროს იქნება

დუგლას კოშტა ტრავმებმა მთელი კარიერის განმავლობაში დატანჯა. მიუნხენის ბაიერნში თამაშის დროს ის დაზიანებებს ხშირად იღებდა, რის გამოც ფორმაში შესვლას ვერ ახერხებდა და ვერც თავისი პოტენციალი გამოავლინა ბოლომდე.

ბრაზილიელის ტრავმიანობა ტურინის იუვენტუსშიც გაგრძელდა. მარტო 2019/20 წლების სეზონში 29 წლის ფეხბურთელს დაზიანებების გამო 10 შეხვედრა აქვს გამოტოვებული და როგორც გერმანულ კლუბში, აქაც ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას.

ტრავმიანობის შესახებ თავად ბრაზილიელმა ისაუბრა. დუგლას კოშტამ განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურად იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა, თუმცა ფეხბურთის სიყვარულმა გადასძალა და მოედანს მაინც დაუბრუნდა.

"ვერასდროს ვიქნები კარგ ფორმაში. იმდენი ტრავმა მივიღე, რომ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. საკუთარ თავს ვკითხე, გამეგრძელებინა თუ არა თამაში, მაგრამ შემდეგ მატჩებს ტელევიზორში ვუყურე და გავაცნობიერე, რომ ეს სპორტი ჩემი ვნებაა", - განაცხადა კოშტამ.

დუგლას კოშტამ სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 14 შეხვედრა გამართა, სადაც თავი მხოლოდ 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები