Thumbnail
  • ბარსელონა ლაუტარო მარტინესით დიდი ხანია ინტერესდება
  • სკალონის სურს, რომ არგენტინელს სათამაშო დრო ჰქონდეს

ბარსელონა ინტერის ფეხბურთელის ლაუტარო მარტინესის დამატებას დიდი ხანია ცდილობს. ტრანსფერი სავარაუდოდ წელს ზაფხულში უნდა განხორციელდეს. ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. სკალონის აზრით, ლაუტაროს ბარსელონაში გადასვლა კარგი იქნება და ლიონელ მესისთან ერთად მოედანზე კარგ წყვილს შექმნის.

"მესის შეუძლია ლაუტაროს კარგად შეეწყოს და მისი თამაში გააუმჯობესოს. თუ როგორ, ეს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ეს ნამდვილად შესაძლებელია. ჩვენ გვსურ, რომ მას სათამაშო დრო ჰქონდეს, რადგან იგი ახალგაზრდა ფეხბურთელია", - განაცხადა სკალონიმ.

კონტრაქტის მიხედვით, ლაუტარო მარტინესი იტალიურ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ხელშეკრულების თანახმად 22 წლის მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა, თუმცა პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ფონზე, გადაიხდის თუ არა კატალონიური კლუბი ამხელა თანხას, რთული სათქმელია.   

კომენტარები

ბოლო ამბები