Thumbnail

‘მეც მინდოდა ტაისონისთვის კბენა!’ - ჰოლიფილდმა მაიკთან ჩხუბის დეტალები გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მძიმე წონაში კრივის ყოფილმა მსოფლიოს ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონთან 1997 წლის დაუვიწყარი და სკანდალური ჩხუბი გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების დროს მას ‘რკინის მაიკისთვის’ სამაგიეროს გადახდა და ასევე ყურზე კბენა სურდა. დღეს, 28 ივნისს ამ ბრძოლიდან ზუსტად 23 წელი გავიდა.

'მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მიმაჩნია, რომ მაშინ ამან კრივი გადაარჩინა'

“მან მე ყურზე მიკბინა - ამას ვინმე ვერც კი წარმოიდგენდა. შეუძლებელია, ფიქრობდე, რომ ყურზე გიკბენენ. მახსოვს, როგორ ვბრაზობდი. სურვილი მქონდა, რომ სამაგიერო გადამეხადა და მეც მეკბინა მისთვის ყურზე, მაგრამ ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გამაფრთხილა, ტაისონი რაღაცას მოიმოქმედებს, სიმშვიდე შეინარჩუნეო. მე ამაზე ფიქრს შევეშვი, მან კი ისევ მიკბინა! როცა ჩხუბი გააჩერეს და ყველა დამშვიდდა, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მიმაჩნია, რომ მაშინ ამან კრივი გადაარჩინა,” - განაცხადა ჰოლიფილდმა ‘დეილი მეილთან’ ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ 1997 წლის სკანდალურ ჩხუბში მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს ყურის ნაწილი ‘მოაჭამა’, რის შემდეგაც კიდევ სცადა მისთვის კბენა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

წაიკითხეხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

 

კომენტარები

ბოლო ამბები