Thumbnail
  • Football365.com-მა მსოფლიოს ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელთა TOP 10 გამოაქვეყნა
  • გიორგი ქინქლაძე სიაში ნეიმარს უსწრებს და მეხუთეა

Football365.com-მა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელების TOP 10 გამოაქვეყნა. სიაში პელესთან, ნეიმართან, რობერტო კარლოსთან ერთად, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა...

იმ ფეხბურთელთა სიაში, რომელთაც მსოფლიო ფეხბურთში გადაჭარბებული შეფასებები დაიმსახურეს (Football365.com-ის აზრით) ნახევარი ბრაზილიელია: პელე, ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო, რობერტო კარლოსი და ჰალკი. ორი ფრანგი: დავიდ ჟინოლა და კლოდ მაკელელე, თითო ინგლისელი (პოლ სქოულზი), იაპონელი (ჰიდეტოში ნაკატა) და ქართველი.

გამოცემამ გიორგი ქინქლაძე გადაფასებულთა TOP 10-ში მე-5 ადგილზე გაიყვანა:

Football365.com გიორგი ქინქლაძეზე

"შესაძლოა, ზოგიერთ ფეხბურთელზე წარსულში ვერ ისაუბრებ კონტექსტის დაუკარგავად. გიორგი ქინქლაძეს ყოველთვის ექნება თავისი ადგილი მანჩესტერ სიტის ფანების გულებში. ის იყო ნაპოვნი ბრილიანტი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძნელ პერიოდში.

მან ბარსელონას, ლივერპულისა და ინტერის ინტერესები დაივიწყა და სიტის ქვედა დივიზიონში გაყვა, თითქმის მესამე დონემდე. მაგრამ - დიახ - მისი ერთადერთი სეზონი პრემიერლიგაში სიტის მაისურით ასეთი იყო: 4 გოლი, 4 საგოლე პასი და სიტის გავარდნა.

ჯერ კიდევ რჩება ბავშვური სურვილი, ყველას გვენახა ქინქლაძე სიტის თანამედროვე ეპოქაში, უკეთესი ფეხბურთელების გვერდით, მისთვის უფრო კომფორტული სათამაშო სისტემით. თუმცა ეს იქნებოდა ან ქართველის გადაფასება, ან დღევანდელი სიტის ვარსკვლავების დაუფასებლობა, თუკი დავიჯერებდით, რომ ის დღეს ამ კლუბში "გაქაჩავდა". 

ჯო როილმა ერთხელ თქვა: "ქინქლაძის საკულტო ფენომენში ბევრი რამ არასწორი იყო". როდესაც თქვენ შეადარებთ მას საფეხბურთო სტილით მსგავსს, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო ძლიერ ფეხბურთელ ჟუნინიოს, მიხვდებით ამ ფრაზის არსს". 

როგორც ხედავთ, გიორგი ქინქლაძის ფენომენი სულ სხვა კუთხით არის დანახული, თუმცა გამოცემა უფრო შორს წავიდა და სიაში ისეთი ფეხბურთელი შეიყვანა, როგორიც თავად "ფეხბურთის მეფე" პელეა. 

Football365.com პელეზე

"ის ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ იყო 1958 და 1970 წლების მუნდიალებზე, 1962-ში ძირითადად ტრავმირებული იყო. აღარაფერს ვამბობთ მის საოცარ სტატისტიკაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს... არაოფიციალური ამხანაგური მატჩები. ელენო დე ფრეიტასი და გარინჩა მასზე არანაკლები ფეხბურთელები იყვნენ. პირველი ძალიან ადრე დაიბადა, როცა ტელევიზია არც იყო, მეორე კი არ იყო დაინტერესებული საკუთარი თავის დაწინაურებით, პელემ კი ორივე ეს ფაქტორი გამოიყენა და საფეხბურთო უკვდავება მოიპოვა".

TOP 10 ყველაზე გადაფასებული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში

10. ჰალკი (ბრაზილია)

9. ჰიდეტოში ნაკატა (იაპონია)

8. პოლ სქოულზი (ინგლისი)

7. ნეიმარი (ბრაზილია)

6. ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

5. გიორგი ქინქლაძე (საქართველო)

4. კლოდ მაკელელე (საფრანგეთი)

3. რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

2. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი)

1. პელე (ბრაზილია). 

კომენტარები

ბოლო ამბები