Thumbnail

მოსკოვის ლოკომოტივში ახალ ხელმძღვანელობის მისვლით, საბა კვერკველიას კარიერა ამ რუსულ კლუბში საეჭვო გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი მცველით კრასნოდარი, როტორი და როსტოვია დაინტერესებული.

ამ სამეულიდან ერთ-ერთმა - როსტოვმა - ეს ინფორმაცია უარყო. Евро-Футбол.Ру წერს, რომ "როსტოვი არ არის დაინტერესებული საბა კვერკველიას დამატებით. ქართველი მცველი ვალერი კარპინის გუნდს არ შეეფერება არც სპორტული და არც ფინანსური პარამეტრებით. თანაც, ის ლეგიონერია".

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველია 2017 წლიდან თამაშობს ლოკომოტივში. კონტრაქტით ის კლუბს 2021 წლის ივნისამდე ეკუთვნის. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 4 მილიონი ევროა, ლოკომოტივში ქართველი მცველის ხელფასი 1.8 მილიონია წელიწადში. 

კომენტარები

ბოლო ამბები