Thumbnail

სერია A 13 ივნისიდან! გეგმა დამტკიცებულია, ბოლო სიტყვა მინისტრზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური La Gazzetta dello Sport-ი დამატებით ინფორმაციას ავრცელებს სერია A-ს განახლების შესაძლო თარიღებთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ქვეყნის საფეხბურთო ლიგას უკვე ყველაფერი გაწერილი აქვს და მხოლოდ იტალიის სპორტის მინისტრის ვინჩენცო სპადაფორას ოფიციალურ დასტურს ელის, რომელთან შეხვედრაც მომავალ ხუთშაბათს იგეგმება.

გეგმის თანახმად, სერია A 13 ივნისს განახლდება, როდესაც 25-ე ტურის გადადებული მატჩები უნდა ჩატარდეს. იდეა ისაა, რომ ტურნირის მონაწილე ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის თამაშები მოუგროვდეს. აი, 20 ივნისიდან კი უკვე სრულფასოვანი – 27-ე ტური გაიმართება.

ამგვარად, 13 ივნისს იტალიურ ფეხბურთს მონატრებული ქომაგი ამ მატჩებს იხილავს: ინტერი-სამპდორია, ატალანტა-სასუოლო, ტორინო-პარმა, ვერონა-კალიარი.

ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კონტეს განკარგულებით, პროფესიული სპორტი იტალიაში 14 ივნისამდეა აკრძალული, თუმცა სერია A-სთვის, შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვან.

ამ დროისთვის, იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 63 ქულით იუვენტუსი ლიდერობს, მეორე ადგილზე ლაციოა 62 ქულით, მესამე კი – ინტერი (54). შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა.

კომენტარები

ბოლო ამბები