Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს იტალიელით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა.
  • ქართველი ჩოგბურთელი ბედს მაიამიში ცდის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ორშაბათიდან მსოფლიოს 89-ე ჩოგანი გახდა (ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ 6 საფეხურით ჩამოაქვეითა), მაიამის მასტერსზე ითამაშებს.

ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეშია და პირველ წრეში იტალიელ ტომას ფაბიანოს შეხვდება. კარიერაში ბასილაშვილი სამჯერ დაუპირისპირდა იტალიელს და ორჯერ მოუგო, მათ შორის 2018 წელს დოჰას ტურნირზე, სადაც იგი 6:4, 6:3 დაამარცხა. 

მაიამიში ტურნირი 21 მარტს იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები