Thumbnail
  • ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ ციურიხში არ დარჩება
  • 20 წლის მცველი სამშობლოში ბრუნდება

sport.ch-ს ინფორმაციით, ლევან ხარაბაძის კარიერა ციურიხში დასრულებულია - 20 წლის მარცხენა მცველი სამშობლოში ბრუნდება...

ხარაბაძე შვეიცარიაში 2019 წლის იანვარში გადავიდა დინამო თბილისიდან იჯარის წესით. მას იჯარის ვადა 30 ივნისს უსრულდება. შვეიცარიის ჩემპიონატი შეწყვეტილია, როდის განახლდება ტურნირი 27 მაისს გამოცხადდება. 

ლევან ხარაბაძის ციურიხი 32 ქულით მეხუთე ადგილზეა. ამ სეზონში ქართველმა მცველმა სუპერ ლიგის 8 და შვეიცარიის თასის 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.  

ციურიხში კარგი თამაშის წყალობით 2019 წლის აპრილში ხარაბაძის ფასი "ტრანსფერმარკტზე" გასამაგდა - მისი ფასი 1.25 მილიონი ევრო გახდა, თუმცა ნოემბერში ის კლუბსა და ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები