Thumbnail
  • 'უეფას პროტოკოლი არც კი განუხილავთ, ეს, დაუჯერებელი სკანდალია'
  • ჟან-მიშელ ოლა ლიგა 1-ის ხელმძღვანელებს მკაცრად აკრიტიკებს

ფრანგული ლიონის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ უარყოფითად შეაფასა ლიგა 1-ის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სეზონი დასრულებულად გამოცხადდა, არადა, მთელი რიგ ქვეყნებში კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციები ნელ-ნელა იხსნება და უკვე ფეხბურთის თამაშიც განაახლეს. ოლამ მაგალითად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა მოიყვანა.

“უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ესპანური მხარე ვითარებას ყურადღებით აკვირდებოდა და უეფა-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. პარადოქსია, თუმცა, ესპანეთმა, რომელიც პანდემიით საფრანგეთზე მეტად დაზარალდა, უფრო სწორი გამოსავალი ნახა. 23 აპრილს უეფა-ს მიერ გამართულ კონფერენციას ლა ლიგისა და ლიგა 1-ის ხელმძღვანელები ერთად ესწრებოდნენ და ორივე მხარეს მოთმინებისკენ მოუწოდეს. სამწუხაროდ, ფრანგმა ჩინოვნიკებმა ეს რჩევა ყურად არ იღეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ უბრალოდ იდიოტები ვართ. უეფა-ს მიერ გამოცემული სამედიცინო პროტოკოლი საფრანგეთში არც კი განუხილავთ. ეს, დაუჯერებელი სკანდალია”.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის გათამაშება დასრულებულად აპრილის ბოლოს გამოცხადდა. შედეგად, ლიონი, რომელიც 40 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზე იყო, ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ამიენი და ტულუზა კი ელიტიდან გავარდნენ. ამ სამმა გუნდმა საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას უჩივლა კიდეც, თუმცა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განრისხებული იყო ლიონის პრეზიდენტის მრჩეველი ჟერარ ულიეც, რომელმაც პსჟ და მარსელი მათი კლუბის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

ბოლო ამბები