Thumbnail

პირველი მსოფლიოში - ვიეტნამმა საფეხბურთო სეზონი არენაზე ქომაგით განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვიეტნამის ფეხბურთში პაუზა თასის გათამაშების მატჩით დასრულდა
  • 1/16-ფინალურ შეხვედრა ტრიბუნებზე ქომაგის თანხლებით ჩატარდა

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო სეზონი სრულფასოვნად განაახლეს, ვიეტნამია. 

ვიეტნამში პაუზა ნამ დინისა და ჰოანგან ზიალაის დაპირისპირებით შეწყდა, რომელიც ქვეყნის თასის გათამაშების 1/16-ფინალში გაიმართა. გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 2:0.

მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ვიეტნამმა საფეხბურთო სეზონი სრულფასოვნად - სტადიონზე გულშემატკივრის თანდასწრებით განაახლა. მსოფლიოში ყველა სხვა ტურნირი, რომელიც პაუზის შემდეგ გაგრძელდა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე იმართება.

ვიეტნამი კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ქვეყანაში ამ დროისთვის დაავადების 326 შემთხვევაა დაფიქსირებული, მსხვერპლის გარეშე.

ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან მხოლოდ გერმანიის ბუნდესლიგაა განახლებული, საფრანგეთში კი 2019/20 წლების სეზონი სულაც ვადამდე დაასრულეს. ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩემპიონატი საერთოდ არ შეუჩერებიათ, ბელარუსია.

კომენტარები

ბოლო ამბები