Thumbnail

ეფექტური ფინტი 20 წლის არგენტინელისგან, რომელიც ლაუტაროს სახელით დამკვიდრდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იხილეთ: ბურთის მეტოქის ფეხებშუა ეფექტურად გატარება ორი შეხებით. 
  • ლაუტარო მარტინესზე მილანის ინტერი და დორტმუნდის ბორუსია უკვე ჭიდაობენ.

აველიანედას რასინგის 20 წლის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა პატრონატოსთან მატჩის მე-14 წუთზე მეტოქე ეფექტურად ჩამოიტოვა. ფინტი, რომელიც ახალგაზრდა არგენტინელმა ორი შეხებით შეასრულა და ბურთი მეტოქეს ფეხებშუა გაუძვრინა, ალბათ, ფეხბურთის მოყვარულებში მისი სახელით დამკვიდრდება. 

დიდი ალბათობით, ახლო მომავალში ამ ფინტს ევროპულ სტადიონებზეც ვიხილავთ. ცნობისთვის, მარტინესით უკვე დაინტერესებული არიან მილანის ინტერი და დორტმუნდის ბორუსია.

► უნიჭიერესმა არგენტინელმა მილანის ინტერი აირჩია!

Calciomercato.com-ის ცნობით, მილანელებს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი რასინგთან ცოტა ხნის წინ შეათანხმეს და 27 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, გერმანელები ფეხბურთელში უფრო მეტს - 32,5 მილიონ ევროს იმეტებენ. 

რასინგმა პატრონატო ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მარტინესმა მეხუთე გოლი შეაგდო.

20 წლის ფორვარდის ანგარიშზე არგენტინის 2017/18 წლების ჩემპიონატის 14 მატჩში 10 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები