Thumbnail

ნადალის მწვრთნელი: რაფა რომ არა, ფედერერი თამაშს 5 წლის წინ დაასრულებდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ, ამბიციურები არიან და ერთი მარშრუტი აქვთ'
  • ფრანსისკო როიგმა ლეგენდარული ჩოგბურთელების მეტოქეობაზე ისაუბრა 

რაფაელ ნადალის მწვრთნელმა ფრანსისკო როიგმა მისი შეგირდის, შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მრავალწლიანი მეტოქეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთის მოტივატორები არიან.

“ნოვაკი, როჯერი და რაფა ამ გზაზე ერთად მიდიან, სამივეს ერთი მარშრუტი აქვს. ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ. ჩემი აზრით, რომ არა ნადალი, ფედერერს ჩოგბურთისთვის თავი 5 წლის წინ ექნებოდა დანებებული. ახლა კი, ისევ ერთმანეთს აკვირდებიან და ჩინებულ ფორმას ინარჩუნებენ. სამივე ძალიან ამბიციური პიროვნებაა. რაფას მაგალითზე ვიტყვი. მას მოგება ძალიან უყვარს და ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღემდე საუკეთესოთა შორის გახლავთ. მახსოვს, როგორ უხაროდა, ჯერ კიდევ 250-იან ტურნირებს რომ იგებდა. როდესაც დიდი სლემის 12 თუ 13 ტიტული დაისაკუთრა, მაშინაც ძველებურად ბედნიერი იყო”.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 12-გზის გამარჯვებულია, აშშ-ს ღია პირველობა 4-ჯერ აქვს მოგებული, უიმბლდონი - 2-ჯერ, ავსტრალიის ღია პირველობა კი - ერთხელ. 38 წლის ფედერერის აქტივში დიდი სლემის 20 ტურნირია, 33 წლის ჯოკოვიჩს კი  ამ რანგის 17 ტიტული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები