Thumbnail

ბენიტესი პრემიერლიგაში ბრუნდება?! ნიუკასლი მწვრთნელს ეძებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნიუკასლს ახალ მფლობელებთან ერთად გაზრდილი ამბიციები აქვს
  • ინგლისურ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება
  • შესაფერისი კანდიდატურა ბენიტესია, რომელიც ნიუკასლს იცნობს

თითქმის გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ნიუკასლი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პრემიერლიგის გრანდი გახდეს. მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველა დეტალი შეთანხმებულია და გუნდის სათავეში საუდის არაბეთის მმართველი ოჯახის წარმომადგენლების მოსვლა გადაწყვეტილი ამბავი ჩანს, ასეთი სცენარი რეალურია.

ნიუკასლი გაზრდილი ამბიციების ფონზე ახალ მწვრთნელს ეძებს. ერთ-ერთ ასეთ პოტენციურ ვარიანტად რაფა ბენიტესის კლუბში დაბრუნება განიხილება. ბენიტესი ნიუკასლში უკვე მუშაობდა და კლუბი 2019 წელს დატოვა. ამჟამად იგი ჩინეთის სუპერლიგაში მუშაობს.

ნიუკასლიდან ბენიტესი კლუბის წინა მფლობელთან, მაიკლ ეშლისთან კონფლიქტის გამო წავიდა.  პრემიერლიგის კლუბების მფლობელებს შორის ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ცოტას ხარჯავდა, ეშლი იყო და ეს ესპანელი მწვრთნელის უკმაყოფილებას იწვევდა. ახალ მფლობელებთან ერთად თანხების პრობლემა არ უნდა იყოს. საუდელებს იმედი აქვთ, რომ ბენიტესი, რომელიც კლუბსაც იცნობს და პრემიერლიგასაც, თავისი გამოცდილებით ნიუკასლისთვის პირველ ეტაპზე იდეალური კანდიდატურაა.

კომენტარები

ბოლო ამბები