Thumbnail

ოფიციალური შეთავაზება - არსენალმა ბარსელონას კოუტინიოს შესახებ მიმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფილიპე კოუტინიოს ლონდონში ეპატიჟებიან
  • ბრაზლიელით ნიუკასლის შემდეგ არსენალიც დაინტერესდა

ფილიპე კოუტინიოს აგენტი ამბობს, რომ არსენალი 27 წლის ფეხბურთელის შესახებ ბარსელონასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კოუტინიომ გასული სეზონი განათხოვრების წესით მიუნხენის ბაიერნში გაატარა, თუმცა გერმანული გრანდი გამოსასყიდი თანხის - £105 მილიონის გადახდას არ აპირებს.

ფილიპე კოუტინიოს ინგლისთან ლივერპულში გატარებული კარგი სეზონები აკავშირებს, თუმცა ბარსელონაში გადასვლის დღიდან ბრაზილიელის სათამაშო ფორმა ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორიც ლივერპულში იყო.

ახალი სეზონისთვის მიკელ არტეტას ახალი გუნდის შეკრება სურს, ესპანელი, რომელიც ლონდონში ძალიან უყვართ კოუტინიოს გარდა, ხამეს როდრიგესთან და გარეტ ბეილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბი ახალგაზრდა მოთამაშეს - ეისლი მაიტლანდ-ნაილსს გაანათხოვრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები