Thumbnail

ორი ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.
  • ტურის სიმბოლურში ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა მოხვდნენ.

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში სამი ქართული გოლი გავიდა, ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ იყო, რომ პირველობის ოფიციალური ვებგვერდის მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ლეგიონერი მოხვდა - ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა.

► ნიკა კაჭარავას მეშვიდე გოლი ექტრაკლასაში

► ლაშა დვალის დუბლი 5 წუთში და გამარჯვება ექტრაკლასაში

ლაშა დვალმა ორი გოლი გაიტანა ტერმალიცასთან მატჩში, რომელიც პოგონმა სტუმრად 4:2 მოიგო. ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში უკვე მესამედ მოხვდა.

ნიკა კაჭარავამ ერთი გოლი გაიტანა კორონასა და გურნიკის შეხვედრაში - 2:2. კაჭარავაც მესამედ მოხვდა სიმბოლურში. 

ამ ტურში კარგი თამაშით თავი გიორგი მერებაშვილმა (პლოცკი) და ლუკა ზარანდიამაც (არკა) გამოიჩინეს თავი, მაგრამ, ამჯერად, ისინი სიმბოლურში ვერ მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ზარანდია წინა ტურში მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები