Thumbnail

'ვგმობთ ყველა სახის ძალადობას' - ჩოგბურთის ფედერაცია ბასილაშვილის საკითხზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას.

“საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ბასილაშვილი და მამამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები